25 თებერვალს, 36 წლის ტიმპფმა გააზიარა შემზარავი რეალობა, როდესაც გაიგო ნულოვანი სტადიის სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის შესახებ მისი პირველი შვილის, ქმართან, კამერონ ფრიშიასთან ვაჟის, დაბადებამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე. ის პანელის წევრმა ასევე გაამხილა, რომ მას „რაც შეიძლება მალე“ ორმაგი მასტექტომია დასჭირდება .ხუთშაბათს, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განახლებაში ტიმფმა ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოს საწოლიდან გადაღებული ფოტო გააზიარა.„ოპერაციის შემდეგ! სიმართლე გითხრათ, ისინი ბევრად უფრო პატარები არ არიან, ვიდრე დაორსულებამდე იყვნენ“, – ხუმრობით დაწერა მან წარწერაში, რომელიც წინდებით გამოწყობილი ფეხების „ცენზურირებულ“ ფოტოს ქვემოთ იყო გამოქვეყნებული. სთორიში ტიმპფმა გააზიარა კოლეგის, ჯესიკა ტარლოვის მიერ გამოგზავნილი პერსონალიზებული ტორტის ფოტო. „ძუძუს გარეშე და ზღაპრული!“ – ეწერა ტკბილეულზე.ტიმპფის კოლეგები კვლავაც მხარდაჭერას უცხადებენ. გრეგ გუტფელდმა მის უახლეს პოსტზე კომენტარი გააკეთა: „მოუთმენლად ველი შენს დაბრუნებას“. მეტეოროლოგმა ჯენის დინმა ტიმპფის თავდაპირველი განცხადების შემდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა. „მიყვარხარ. ყოველთვის შენს გვერდით ვარ. ბიჭები საუკეთესოები არიან“, – კომენტარი გააკეთა დინმა.კიდევ ერთმა წამყვანმა, მარია ბარტირომომ , კომენტარი გააკეთა ტიმპფის ბოლოდროინდელ ფოტოზე, რომელიც მემორიალ სლოუნ კეტერინგის კიბოს ცენტრთან გადაიღეს. „ძალიან სასაცილო და ისეთი მამაცი, ძლიერი, რომ მოუთმენლად ველი შენს დაბრუნებას“, – დაწერა ბარტირომომ.თანაწამყვანის მოვალეობების გარდა, ტიმპფი კომიკოსი და ორი ბესტსელერი წიგნის ავტორია. ის 2015 წელს შეუერთდა და -ის რეგულარული კონტრიბუტორია .კიბოს დიაგნოზის გამოცხადების შემდეგ, ტიმპფმა სოციალური მედიის საშუალებით არაერთი სიახლე გაავრცელა. მან ახალშობილის შესახებ დეტალები კონფიდენციალურად შეინარჩუნა, თუმცა საჯაროდ ისაუბრა კიბოსთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებაზე.„ცხადია, ეს ნამდვილად ძალიან რთული და მოულოდნელი დროა“, – თქვა მან 28 თებერვალს გამოქვეყნებულ ვიდეოში. მიუხედავად იმისა, რომ მადლიერია მხარდაჭერისთვის, ის ასევე „გადატვირთულია“ გულშემატკივრების სამედიცინო რჩევებით.„მერწმუნეთ, არავინაა, ვისთვისაც ეს ჩემზე უფრო ექსტრემალურად ჟღერს“, – თქვა მან ორმაგი მასტექტომიის შესახებ ექიმის დანიშნულებაზე საუბრისას. „მე ეს დამანგრევლად მიმაჩნია“, – თქვა მან ოპერაციაზე. შემდეგ ტიმფმა დაარწმუნა თავისი გულშემატკივრები, რომ ის შესანიშნავ სამედიცინო მომსახურებას იღებს, მათ შორის „გუნდს, რომელიც ამ საკითხში ძალიან კომპეტენტურია“.
ჟურნალისტი კეტ ტიმპფი მშობიარობამდე რამდენიმე საათით ადრე მკერდის კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ პოსტოპერაციულ სიახლეებს ავრცელებს