გაიცანით ნონა: 11 წლის შინაური კატა, რომლის ყველაზე დიდი ოცნება მეგობრის შეძენაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს სახლში მყოფი სხვა კატის მოხიბვლას, 7 წლის სტივი სამწუხაროდ უგულებელყოფს მის უმეტეს მცდელობებს. მან დედის მეგობრის კატასთან დამეგობრებაც კი სცადა, მაგრამ ისინი მხოლოდ დროდადრო ახერხებენ ერთად ყოფნას.

ნონას თანამგზავრის ძებნა უიმედო ჩანდა მანამ, სანამ მეორე დღეს მოულოდნელად ვიღაც არ გამოჩნდა მის სახლში იმავე მიზნით – ახალი მეგობრის შეძენა.ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ნონას დედა, ჰეილი ფრილი, მისაღებ ოთახში ატარებდა დროს და უეცრად ფანჯარაზე კაკუნი გაიგონა.

„მეგონა, ფოთლები იყო ან ციყვი, მაგრამ ვერ დავიჯერე, როდესაც დავინახე, როგორ აკაკუნებდა ფანჯარაზე ყველაზე პაწაწინა კურდღელი, თითქოს შესვლას ცდილობდა“, – განუცხადა ფრილმა The Dodo-ს.