65 წლის გერმანელმა ბებიამ ოთხტყუპი გააჩინა

65 წლის გერმანელმა ქალმა, რომელსაც 13 შვილი ჰყავს , პოლონეთში, ერთ-ერთ კლინიკაში ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ ოთხტყუპი გააჩინა .ანეგრეტ რაუნიკი ორსულობის მხოლოდ 26 კვირის ასაკში იყო, როდესაც გასულ კვირას სამი ბიჭი და ერთი გოგო გააჩინა.ბავშვების გადარჩენის მოლოდინშია, თუმცა შესაძლოა გართულებები შეექმნათ.რაუნიგი გერმანულ მედიაში ფართოდ გააკრიტიკეს, როდესაც გაირკვა, რომ მან ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთა და დაორსულდა. მისი ასაკის ქალისთვის ორსულობა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.რაუნიგკის თქმით, მან მეტი შვილის ყოლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისმა უმცროსმა ქალიშვილმა, ცხრა წლის ლელიამ, და-ძმა სთხოვა. სხვა მოტივებიც იყო: „ბავშვები ახალგაზრდობას მინარჩუნებენ“, – თქვა მან გერმანულ ტაბლოიდ „ ბილდთან“ ინტერვიუში .რაუნიგი, რომელმაც პირველი შვილი 21 წლის ასაკში გააჩინა, ჯერ კიდევ არ არის ყველაზე ხანდაზმული ქალი, რომელმაც ბავშვი გააჩინა. ეს რეკორდი ეკუთვნის ინდოელ ქალს, რაჯო დევი ლოჰანს, რომელიც 70 წლის ასაკში ინ ვიტრო განაყოფიერების სამი რაუნდის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პირველად დედა გახდა.მისი ქალიშვილი, ნავინი, წელს 7 წლის გახდება.

Like this post? Please share to your friends:

Videos from internet