ჯოელ ბურგერი და ეშლი კინგი შეყვარებული წყვილია ნიუ-ბერლინიდან, ილინოისის შტატიდან. ისინი ერთმანეთს საბავშვო ბაღიდან იცნობენ. SIA-ს ცნობით, ბურგერი მარცვლეულის ინსპექტორია, კინგი კი – კურსდამთავრებული სტუდენტი . გასულ კვირას მათ გამოაცხადეს, რომ დაქორწინდებოდნენ.„ბურგერ კინგის“ კომპანიაში მომავალი ქორწილის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. კომპანიამ წყვილს Skype-ის საშუალებით დაუკავშირდა, რათა მილოცვა და სურვილები გამოეხატა.და მან განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთა, რომ ქორწილის ყველა ხარჯს თავად გადაიხდიდა!
„როდესაც Burger King Corporation-მა მომავალი ქორწილის შესახებ შეიტყო, მაშინვე გადავწყვიტეთ ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა“, – თქვა კომპანიის თანამშრომელმა. „ბედისწერის გამო მათ ერთმანეთი იპოვეს და მათი ისტორია ჩვენამდე მოაღწია.“
ბურგერისა და კინგის თქმით, ისინი სიტყვასიტყვით გაოგნებულები იყვნენ „ბურგერ კინგის“ კორპორაციის კეთილშობილებით.„სანაცვლოდ მხოლოდ ის გვინდა, რომ მათ ბედნიერად იცხოვრონ“, – განაცხადეს კომპანიაში. „და შესაძლოა, რათა პირველ შვილს ქათმის ფრაი დაარქვან“, – ხუმრობდნენ კომპანიაში.
ბიჭი, სახელად ბურგერი, ცოლად კინგ სახელად გოგონაზე ირთავს